
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში დედის დღე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს მიულოცეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული წყალტუბოელი გმირების: მამუკა სამაკაშვილის, რომან უგრეხელიძის, მამია ფანცულაის, თემურ კინწურაშვილისა და კობა ფხაკაძის დედებსა და მეუღლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
დედის დღე საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს