წყალტუბოში ერთ ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს
სამართალი
646

ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში ერთ ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს.
ჩამსხვრეულია ავტომანქანების მინები, წაღებულია მაგნიტოფონები და სხვადასხვა ნივთები.
რამდენიმე მანქანიდან წაღებულია თანხაც.
ადგილობრივების თქმით, პოლიცია არცერთი შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ მისულა.
მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევები ძალიან გახშირდა, თუმცა პოლიციის იმედი არ აქვთ.





