
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში გაზეთ “ახალი წყალტუბოს” დაარსებიდან 85 წლის იუბილე აღინიშნა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა გაზეთ “ახალი წყალტუბოს” გამოცემიდან 85 წლის საიუბილეო თარიღი, გაზეთის რედაქტორს მურთაზ კანკაძეს მიულოცეს, მადლობის ბარათი და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
ღონისძიებაზე მოწვეულმა ახალგაზრდებმა ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის სერგეი მესხის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ლექცია მოისმინეს და წყალტუბოში ბეჭდური მედიის განვითარების ისტორიას გაეცნენ.
გაზეთ “წყალტუბოს” პირველი ნომერი 1937 წელს გამოიცა. გაზეთს 40 წელია საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი მურთაზ კანკაძე რედაქტორობს.
ამ ეტაპზე, გაზეთი “ახალი წყალტუბო” ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთადერთ ბეჭდურ მედიას წარმოადგენს და კვირაში ერთხელ გამოიცემა.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს