წყალტუბოში მოხალისეობრივ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში მოხალისეობრივ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოხალისე თანასწორ-განმანათლებლები ლიზი ქაჯაია და ინა ხელაია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე, ასევე იმ მოხალისეობრივ პროექტებზე, რომელსაც „ჰელფინგ ჰენდი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
მოზარდების განსაკუთრებული დაინტერესება პანდემიების პრევენციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის საკითხმა გამოიწვია. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა როლი ეკისრებათ მოზარდებსა და ახალგაზრდებს თანატოლებისა და თავიანთი თემის ინფორმირების კუთხით.
ჰიგიენის კლუბის თანასწორ-განმანათლებლებმა აღნიშნეს ჰიგიენის დაცვისა და ჩატარებული აქტივობების მნიშვნელობა ცნობიერების ამაღლების კუთხით.
შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის ბოლოს მოზარდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
პროექტს “ჰელფინგ ჰენდი” იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის, USAID-ისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ახორციელებს.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს