წყალტუბოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა

ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რაიონული პოლიციიდან პირდაპირ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
ამავე კლინიკაში მკურნალობს დაჭრილი მე-12 კლასელიც, რომელსაც სხეულზე დაზიანებები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. დაზარალებული ჩვენებაში ამბობს, რომ მასზე არავის უძალადია, დაზიანება კი წაქცევის შედეგად მიიღო.
ახალგაზრდა წყალტუბოს რაიონულ განყოფილებაში, გუშინ, ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. უფლებადამცველის თქმით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო ორგანოში მისვლა თავად გადაწყვიტა. მას სურს ყველა კითხვას უპასუხოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ბიჭმა წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლოს მე-12 კლასელი დაჭრა.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თაგები:





