
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ზაფხულის “მუსიკალური საღამოები” ამჯერად მწვანე ქალაქში – წყალტუბოში გაიმართა.
ცნობილი ქართველი მომღერლების: ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძის, “ქუჩის ბიჭებისა” და ნინი ქარსელაძის, ანსამბლ “შვიდკაცას” შესრულებულმა სიმღერებმა წყალტუბოელ მსმენელთან ერთად ტურისტების მოწონება დაიმსახურა. მიუხედავად წვიმისა, კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, ასევე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი შოუ და სხვა საინტერესო აქტივობები.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს