
ავტორი
Front News საქართველო
LAG წყალტუბოს ინიციატივით წყალტუბოში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ჩხეტიანმა მიმართეს.
კონფერენციაზე განხილულ იქნა რეგიონში არსებული პატარა ქალაქების განვითარების პერსპექტივები და LEADER/CLLD პროგრამის როლი ქალაქების ეკონომიკის დივერსიფიცირებისათვის.
კონფერენცია მიზნად ისახავდა მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, სტუმრებმა ესტონეთიდან და ჩეხეთიდან მონაწილეებს წარმატებული პრაქტიკა და თავიანთი საქმიანობა გააცნეს.
კონფერენციის თემაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს DMO იმერეთის, საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს