წყალტუბოში საქართველოს საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში საქართველოს საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის გახსნის ცერემონიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი, ნატალი სტიუარტ-ფოქსი, ასევე საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ.
“მწვანე ქალაქში საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალის ჩატარება მნიშვნელოვანია, ეს არის კარგი შესაძლებლობა მდიდარი ქართული კულტურის გაცნობის, პოპულარიზაციის, ასევე წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და ახალი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისთვის”, – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
ფესტივალზე ნაჩვენები იყო როგორც ცნობილი რეჟისორებისა და ასევე ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების მიერ გადაღებული ფილმები.
წყალტუბოში საქართველოს საერთაშორისო ტურისტული ფილმების
ფესტივალი წელს მეორედ გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია ქართული დიასპორის წარმომადგენელი ინგლისში, ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ესპანეთის ქალაქ მარბელსა და საქართველოს დიასპორული სავაჭრო პალატის წარმომადგენელი უელსში ნატალი სტიუარტ-ფოქსი.
საქართველოს საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალის მიზანია მსოფლიოს თანამედროვე კინო-ხელოვნების საინტერესო და მნიშვნელოვანი ნამუშევრების გაცნობა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
ფესტივალს კულტურისა და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები, ცნობილი რეჟისორები, ასევე წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესწრებოდნენ.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს