წყალტუბოში თვითნასწავლი ხელოვანის გელა ხუნწარიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში თვითნასწავლი ხელოვანის გელა ხუნწარიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თვითმმართველობის პირველმა პირებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და ხელოვნების მოყვარულმა წყალტუბოელებმა გელა ხუნწარიძის მიერ წლების განმავლობაში ხის ფესვებისგან შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერეს და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ თანაქალაქელს წარმატებები უსურვეს.
გელა ხუნწარიძის ცხოვრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ საინტერესო ფაქტები საზოგადოებას კულტურის ცენტრის მმართველის მოადგილემ ლილი გელენიძემ გააცნო.
გელა ხუნწარიძეს წყალტუბოს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ხელოვნების სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ გადასცა.
გამორჩეული წყალტუბოელის პიროვნულ თვისებებსა და წარმოდგენილი ნამუშევრების შექმნის ისტორიებზე ისაუბრეს მწერალმა ავთანდილ ყურაშვილმა, საბიბლიოთეკო ქსელის მენეჯერმა სულიკო სვანიძემ, სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა ია კუხალაშვილმა, ხელოვნებათმცოდნე ნინო ლექვთაძემ, თენგიზ ნიჟარაძემ, მხატვარმა ავთანდილ ჯიბუტმა და სხვებმა.
შემოქმედებით საღამოზე მუსიკალური ნომრები სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს, ხოლო ლექსები საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს.
გელა ხუნწარიძე ამჟამად საზოგადოება “ძველი წყალტუბოელების“ თავმჯდომარეა, წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, არის პოეზიის დიდი მოყვარული, მისი გატაცებაა ბუნების წიაღში დაინახოს უნიკალური ხის ჯიშების ფესვები, ტექნოლოგიურად დაამუშაოს და აქციოს ხელოვნების ნიმუშებად.
გელა ხუნწარიძის ნამუშევრების გამოფენა სასტუმრო “პრომეთეს” ფოიეში კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს