
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ბარმენების პროფესიული გადამზადების სამკვირიანი ტრენინგები დასრულდა. პირველ ნაკადზე გადამზადდა 12 ბარმენი.
სერთიფიკატების გადაცემას „თეთრა მღვიმეში“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი დაესწრნენ.
“წყალტუბოში ტურიზმის განვითარების პოტენციალი სულ უფრო იზრდება. მთავარია, რომ ახალგაზრდებს შევუქმნათ ადგილზე დასაქმების ყველა პირობა და ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება. წარმატებებს ვუსურვებ ყველა კურსდამთარებულს!“ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის ვერა ზურაბიანის თქმით, გადამზადების მსურველთა ახალი ჯგუფი უკვე შექმნილია, ბარტენდერის ტრენინგ-სემინარების მეორე ეტაპი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სულ მალე დაიწყება.
სასწავლო კურსს ურძღვებოდა იმერეთის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კუხიანიძე.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს