Logo

წყნეთის გზაზე ავტობუსის გაჩერებაზე მოქალაქეთა მოსაცდელის წაქცევის შედეგად მოზარდი დაშავდა

საზოგადოება
1023
Frontnews image description

წყნეთის გზაზე ავტობუსის გაჩერებაზე მოქალაქეთა მოსაცდელის წაქცევის შედეგად მოზარდი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მოზარდი, კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მისივე ცნობით, ავტობუსის გაჩერებაზე მოქალაქეთა მოსაცდელის წაქცევა დიდთოვლობამ გამოიწვია.

"სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 140 შეტყობინება შემოვიდა. სამაშველო სამსახური ყველა მათგანზე რეაგირებს. გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 26 ავტომობილი. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელ. სადენები", – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თაგები:

Advertisement