“ცრემლმდენი გაზის და ძალადობის გამოყენება პუტინის მსგავსად, ივანიშვილის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს”

ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი Twitter-ზე ნიკა მელიას დაკავებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
"გავიღვიძოთ! განგაშის ზარები ვრეკოთ! დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა! ცრემლმდენი გაზის და ძალადობის გამოყენება პუტინის მსგავსად. ივანიშვილის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს", – წერს პავილიონისი.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა.
თაგები:





