
ავტორი
Front News საქართველო
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი გვიან ღამით ლექსო ლაშქარავას ოჯახში იმყოფებოდა და პატრიარქის სახელით ჭირისუფლებს მიუსამძიმრა.
“შეპირებული ყოფილა ერთ-ერთი ადამიანი, რომ უწმინდესთან შეეხვედრებინა. ვერ მოხდა ეს შეხვედრა, სამწუხაროდ, და სამწუხაროდ, გარდაიცვალა ეს ადამიანი, ძალიან დასანანია. უსამძიმრებს უწმინდესი და სამღვდელოება მის ოჯახის წევრებს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი და სამძიმარი ვუთხარი. რამე ისეთი რომ იყოს, აქ მოვიდოდი?! წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა. დანარჩენზე, პოლიტიკოსები რას ამბობენ, მე ხომ არ დავიწყებ ამის ლაპარაკს. პასუხისმგებლობა არის მთელი საზოგადოების, ალბათ, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი”, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
“ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გვიან ღამით გადაასვენეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს