
ავტორი
Front News საქართველო
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ ხაშურის მუნიციპალიტეტში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცეს. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ასევე, ხაშურის №7 საჯარო სკოლა, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღმოჩნდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართული ღონისძიების ფარგლებში, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოგი ნოზაძემ და
მასტერ-სერჟანტმა გიორგი ტარიელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მსახურის ფორმები და პირობები გააცნეს, ასევე, ისაუბრეს პროფესიულ საკონტრაქტო სამსახურსა და აქტიური რეზერვის განახლებული სისტემის შესახებ. განახლებული სისტემის თანახმად, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური სამ კატეგორიად იყოფა: 6-თვიანი სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფებში, 8-თვიანი სამსახური საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში ან 11-თვიანი სამსახური უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით. 11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ წვევამდელებს ოფიცრის (ლეიტენანტი) ან უმცროსი სერჟანტის წოდება მიენიჭებათ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულ პირებს ანაზღაურება 30%-ით მეტი ოდენობით დაენიშნებათ.
შეხვედრას წვევამდელების მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თაგები:
სამხედრო გაწვევა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს