წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ


ავტორი
Front News საქართველო
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით ესტუმრნენ იმ წვევამდელთა ოჯახებს, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებმა წვევამდელების მშობლებს თავდაცვის უწყებისგან მადლობის წერილები გადასცეს. ამ ეტაპზე, წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით ნებაყოფლობით მსახურობენ.
თავდაცვის ახალი კოდექსით, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. მოქალაქეებს საშუალება აქვთ სამხედრო სამსახურში 6, 8 ან 11-თვიანი ვადით იმსახურონ. თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე, ქვედანაყოფებში ჩარიცხულთა უმეტესობა ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელები არიან. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ნებაყოფლობით დარეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სახელფასო ანაზღაურება 30%-იანი დანამატით არის გათვალისწინებული.
თაგები:
წვევამდელები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს