Logo

“წვიმაა და ტალახში იფლობიან მოქალაქეები, მზეა და – მტვერში, მიტოვებულია სამუშაოები”

საზოგადოება
640
Frontnews image description

გოგი წულაიამ ქუთაისში, გზების დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტა. 

ოპოზიციონერის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე გზის სარემონტო სამუშაოები თვეებია გაჩერებულია, რადგან კომპანიამ მუშებს ხელფასი არ გადაუხადა. 

"7-8 თვეა, დაწყებულია აქ სამუშაოები. ამ ტერიტორიაზე ბევრი ბიზნესსობიექტია, მომხმარებლები ვერ მიდიან ობიექტამდე ფიზიკურად, გადათხრილია გზები და ობიექტებს მუშაობა ჩავარდნილი აქვთ. ამას გარდა, აქ ათასობით მოსახლეა, სულ ფეხებზე კიდიათ, ვინც ამას აკეთებს. წვიმაა და ტალახში იფლობიან მოქალაქეები, მზეა და – მტვერში. მიტოვებულია სამუშაოები, დიდი ხანია, მუშები არ გამოჩენილან", – განაცხადა წულაიამ.
 

თაგები:

Advertisement