Logo

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

პოლიტიკა
318
Frontnews image description

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სასახლეში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილს დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უმასპინძლა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.

Advertisement