Logo

თურქეთში ტყის მასშტაბური ხანძრები გრძელდება - ცეცხლი სიდიდით მეოთხე ქალაქს უახლოვდება

მსოფლიო
160
Frontnews image description

ივნისის ბოლოდან თურქეთში მძვინვარე ტყის ხანძრებმა ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქის ბურსას გარეუბნებს მიაღწია. ხანძრის საფრთხის გამო 1700-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

ბურსას მერის თქმით, ხანძარმა 3000 ჰექტარი მიწა მოიცვა. ანკარასთან დამაკავშირებელი მაგისტრალი კი გზის გასწვრივ ტყის ხანძრის გამო გადაკეტილი იყო.

ახლა ცეცხლს 1900-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ცეცხლმოკიდებულ ადგილებში ჩარჩენილი ათასობით ცხოველი გადაარჩინეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ მეხანძრეები სტიქიის ეპიცენტრში დაშავებულ გარეულ ცხოველებსაც ეხმარებოდნენ.

პარასკევს ხელისუფლებამ დასავლეთის პროვინციები იზმირი და ბილეჯიკი კატასტროფის ზონებად გამოაცხადა. ადგილობრივი ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფლებიდან 1765 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

თურქეთის გარდა, მასშტაბურ ხანძრებს ამჟამად საბერძნეთი, ბულგარეთი და მონტენეგრო ებრძვიან.

სტიქიები ძლიერდება უკიდურესად მაღალი ტემპერატურის, მშრალი ამინდის და ძლიერი ქარის გამო.

Advertisement