Turkish Airlines-ის თვითმფრინავი, რომელსაც სტამბოლის მიმართულებით რეისი უნდა შეესრულებინა, აფრენიდან მალევე თბილისის აეროპორტში დაბრუნდა

ავტორი
Front News საქართველო
Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელსაც სტამბოლის მიმართულებით რეისი უნდა შეესრულებინა, ტექნიკური გაუმართაობის გამო აფრენიდან მალევე თბილისის აეროპორტში დაბრუნდა.
როგორც Front News-ს ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, მომხდარის გამო ბორტზე პანიკა იყო, აეროპორტში დაბრუნებისთანავე კი ისინი თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას სპეციალისტები ამ დრომდე ცდილობენ.
როდის შესრულდება თბილისი-სტამბოლის რეისი ჯერჯერობით უცნობია.
Turkish Airlines-ის ოფისი ზარებს არ პასუხობს, რადგან მითითებულია, რომ შაბათი არასამუშაო დღეა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თაგები:
Turkish Airlines




