ტუსკი – პოლონეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ G7-ის დეკლარაციას შეუერთდა


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეუერთდა G7-ის ვილნიუსის დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
“პოლონეთი შეუერთდა G7-ის დეკლარაციას, რომლის მიზანია დემოკრატიული ქვეყნების მობილიზება უკრაინის მხარდასაჭერად“, – წერს ტუსკი.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დღეს კიევში ვიზიტით ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას “ძალიან პროდუქტიული მოლაპარაკებები” ჰქონდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ეხებოდა ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს. ზელენსკიმ ასევე გამოაცხადა პოლონური მხრიდან დახმარების ახალი პაკეტი.
“გვაქვს პოლონეთის თავდაცვის ახალი პაკეტი. ჩვენ ვაფასებთ ასეთ მუდმივ დახმარებას. გვაქვს ჩვენი ურთიერთობის ახალი ფორმა უკრაინის საჭიროებისთვის იარაღის შესყიდვის უფრო ფართო მასშტაბისთვის – ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის. დღეს ჩვენ განვიხილეთ იარაღის სამომავლო ერთობლივი წარმოების შესაძლებლობები. გმადლობთ უკრაინის მხარდაჭერისთვის!” – წერს ზელენსკი.
გასული წლის ივლისის დასაწყისში G7-ის ქვეყნებმა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დეკლარაცია დაამტკიცეს. მას უკვე შეუერთდა 30-ზე მეტი ქვეყანა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს