Logo

ტუსკი - პოლონეთში სამთავრობო შენობების თავზე დრონი გაანადგურეს

მსოფლიო
103
Frontnews image description

ორშაბათს, 15 სექტემბერს, პოლონეთში, სამთავრობო შენობების თავზე დრონი დაფრინავდა, ის განადგურებულია, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახლახან გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო შენობების თავზე დაფრინავდა“, - წერს ტუსკი.

მისი თქმით, დააკავეს ბელორუსის ორი მოქალაქე. პოლიცია ინციდენტის გარემოებებს იძიებს.

10 სექტემბრის ღამეს, დაახლოებით 20 რუსული დრონი შეფრინდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში. მათი უმეტესობა ბელარუსის ტერიტორიიდან იყო. ამავდროულად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს ოთხი დრონის ჩამოგდება.

პოლონეთში 16 რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს. ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები პოლონეთის 11 დასახლებულ პუნქტში ნახეს.

Advertisement