ტუსკი – რუსული რაკეტა პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა


ავტორი
Front News საქართველო
ერთ-ერთი რაკეტა, რომელიც დღეს რუსეთმა გამოიყენა, უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონეთის საზღვრიდან 15 კმ-ში ჩამოვარდა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გასულ ღამეს ლვოვის ოლქში ათობით რუსული ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა, მათ შორის ერთი პოლონეთის საზღვრიდან 15 კმ-ში.
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 34 რაკეტა, მათ შორის “კინჟალი” გამოიყენა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოწინააღმდეგის 21 რაკეტა ჩამოაგდო. უკრაინამ 12 რაკეტა ჩამოაგდო.
რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ენერგეტიკულ ობიექტებს დნეპროპეტროვსკისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში. ცნობილია, რომ ლვოვის რეგიონში ასევე დაზიანდა ორი ენერგეტიკული ობიექტი.
თაგები:
დონალდ ტუსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს