ტუსკი – თუ უკრაინა და პოლონეთი ახლა იჩხუბებენ, ეს იქნება ყველაზე დიდი იდიოტიზმი ისტორიაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინასა და პოლონეთს შორის “მარცვლეულის საკითხზე” ჩხუბი ყველაზე დიდი იდიოტიზმი იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში, აუცილებელია პრობლემის გადაწყვეტის პოვნა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტუსკის თქმით, ამჟამად პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებში დეფიციტი არ არის, მაგრამ არის “კრიტიკული მომენტი”, რომელიც ეხება უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოლონეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადასახადების გარეშე ექსპორტს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინული ექსპორტის მოქმედი წესების დაცვა მიუღებელია ასიათასობით ფერმერისთვის.
მან აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ უნდა იპოვოს გამოსავალი, რომელიც მოერგება უკრაინას, მაგრამ ამავე დროს პოლონელ ფერმერებს არ დააზარალებს.
“მე ნამდვილად მაქვს გაგების იმედი. იმედი მაქვს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები უარს იტყვიან ხანდახან ზედმეტ ემოციურ კომენტარებზე. გასაგებია, რომ ეს რთული მომენტია, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაგვაშორებს. ახლა რომ ვიჩხუბოთ და ამ საკითხზე გამოსავალი არ ვიპოვოთ, ეს იქნება უდიდესი იდიოტობა ჩვენი ხალხების ისტორიაში“, – განაცხადა ტუსკმა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს