ტუსკმა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთის საზღვარს არ დაკეტავს


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პოლონელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის არ დაკეტავს პოლონეთის საზღვარს საქონელზე ევროკავშირის საზღვრების გარედან.
დღეს პოლონეთის მთავრობასა და ფერმერთა საპროტესტო აქციის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, რადგან შეთანხმება არ იქნა მიღწეული.
ფერმერთა პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა ანჯეი სობოცინსკიმ, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობდა, პოლონურ მედიასთან განაცხადა, რომ საუბარი მთავრობასთან “წვრილმანებზე“ იყო, პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა კი ფერმერებს უთხრა, რომ “ხელები შეკრული აქვს“, მაგრამ დაჰპირდა, რომ შეეცდება დაარწმუნოს ევროკომისია ე.წ. “მწვანე გარიგებაზე“ დათმობებზე წავიდეს.
“რაც შეეხება საზღვარს, მან თქვა, რომ საზღვარს არ ჩაკეტავს. უკეთესი იქნება ჭარბი მარცვლეული პოლონეთის ბაზრიდან ამოიღოს… ეს იქნება პრობლემის გარკვეული გადაწყვეტა, რადგან ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს დააცარიელონ მათი საწყობები და აიღონ ახალი მოსავალი“, – განაცხადა სობოცინსკიმ.
პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვარზე სატვირთო მანქანების მოძრაობას ბლოკავენ. ფერმერები ეწინააღმდეგებიან უკრაინული მარცვლეულის პოლონეთის გავლით ტრანზიტს, რადგან მიიჩნევენ, რომ ის პოლონურ ბაზარზე შეიძლება დარჩეს.
გარდა ამისა, პოლონელი ფერმერები იყენებენ უკრაინის საზღვრის ბლოკადას, რომელიც ომშია რუსეთის ფედერაციასთან, რათა ზეწოლა მოახდინონ საკუთარ მთავრობაზე და ევროკომისიაზე, რომ მიიღონ დათმობები ე.წ. მწვანე გარიგების ფარგლებში.
თაგები:
დონალდ ტუსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს