Logo

“ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო

სამართალი
19.06.2022 / 15:17
Frontnews image description

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია  “პირველის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოიძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

“სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

19 ივნისს, ქალაქ ბათუმში, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ნაცემია ოპერატორი თემურ ზოიძე, რომელიც თვითმხილველების თქმით, ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა. მოძალადეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონდათ “TV პირველის” სარედაქციო პოლიტიკა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები