“TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “TV პირველის” თანამშრომლებისთვის – ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ.
“ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი ადგილზე რესპონდენტთან ჩასაწერად იყო მისული, როდესაც ქუჩაში მდგომმა უცნობმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ოპერატორს ფიზიკურად შეეხნენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს