Logo

“ტვ პირველის” ნაცემი ჟურნალისტი და ოპერატორი ინგოროყვას კლინიკაში რჩებიან

საზოგადოება
601
Frontnews image description

“ტვ პირველის” ნაცემი ჟურნალისტი და ოპერატორი ინგოროყვას კლინიკაში რჩებიან.

ექიმ ნინო ხარაიშვილის განცხადებით, გიორგი შეწირულს ტვინის შერყევა, ხოლო მაკა ჩიხლაძეს თავრბუსხვევა და სისხლჩაქცევები აღენიშნება და საჭიროა, მათი კლინიკაში გაჩერება.

“მაკას და გიორგის მდგომარეობა ამ დროისათვის არის სტაბილური. ჯერჯერობით რჩებიან კლინიკაში. მოგახსენებთ დეტალურად მათი ჯანმრთელობის შესახებ: მაკას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ასევე თვალის არეში კონექტიური სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, თვალის კაკლების მოძრაობა შენახულია, მხედველობის სიმახვილე არ არსი დაქვეითებული. თავს გრძნობს ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებლად. თავის ტვინის რომოგრაფიული დათვალიერებით, მას თავის ტვინის ძვლოვანი სტრუქტურების დაზიანება არ აღენიშნება. აქვს მუხლის დაჟეჟილობა.

რაც შეეხება გიორგის, მას აღენიშნებოდა კისრის არეში დაახლოებით ორ სანტიმეტრიანი სისხლმდენი ჭრილობა, რომელიც დამუშავდა, გაიკერა. შემოსვლისას მას აღენიშნებოდა თავსბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი. შესაბამისად, მოთავსდა თავის ტვინის შერყევით ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში. ტრავმული დაზიანება გამოირიცხა.

კიდევ სამი დაზარალებული რჩება ჩვენს დეპარტამენტში”, – განაცხადა ექიმმა.

“ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი პირები გუშინ საღამოს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თაგები:

Advertisement