Logo

თვითმფრინავი, 253 დრონი და 1400 ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
69
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 186 480 (+1400) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 12.12.25-მდე: ტანკები – 11 406 (+2), ჯავშანტექნიკა – 23 705 (+6), საარტილერიო სისტემები – 35 008 (+16), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 566 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 256 (+3), თვითმფრინავები – 432 (+1), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 89 401 (+253), ფრთოსანი რაკეტები – 4 060 (+2).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 69 614 (+107), სპეციალური ტექნიკა – 4 024 (+2).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები