Logo

თვითმფრინავი, 48 საარტილერიო სისტემა, 1 200-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
52
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 347 620 (+1 230) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 16.05.26-მდე: ტანკები – 11 937 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 574 (+5), საარტილერიო სისტემები – 42 133 (+48), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 788 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 381 (+2), თვითმფრინავები – 436 (+1), ვერტმფრენები – 352 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 397 (+9); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 293 323 (+1 865), ფრთოსანი რაკეტები – 4 626 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 96 793 (+253), სპეციალური ტექნიკა – 4 191 (+7).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები