Logo

სწავლების დროს კრწანისში ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა

სამხედრო
329
Frontnews image description

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში სწავლების დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა.

კლინიკა „მედიქლაბში“ აცხადებენ, რომ სწავლების დროს დაშავებულ ორ ამერიკელ სამხედროს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

როგორც „მედიქლაბის“ სამედიცინო დირექტორმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ორ დაშავებულ სამხედროს კვლევების შედეგად სერიოზული დაზიანება არ გამოუვლინდა, მაგრამ დაკვირვების მიზნით მათი კლინიკაში დატოვება გადაწყდა.

სერგეენკოს განცხადებით, სამხედროებს დაჟეჟილობა აქვთ.

ორი სამხედრო სწავლების დროს მანქანის ამოყირავების შედეგად დაშავდა.

Advertisement