Logo

უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ხანმოკლე წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

საზოგადოება
731
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

 

“მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)” – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

თაგები:

ამინდი
Advertisement