უახლოესი საათების განმავლობაში შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში ამინდი გაუარესდება

ავტორი
Front News საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით საქართველოში ამინდი გაუარესდება.
“უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე დაბალი)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ამინდი




