უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ


ავტორი
Front News საქართველო
ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა გახსნიდან მალევე დაიხურა მხარეთა შუამდგომლობით, მიზეზი საქმის მასალებში არსებული პერსონალური მონაცემები გახდა.
პროცესს ორივე ბრალდებული ესწრებოდა.
წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.
შსს-მ უჩა აბაშიძე 9 მაისს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ასევე, შსს-მ დააკავა უჩა აბაშიძის მეუღლე მარიამ იაშვილი. შსს-ს ინფორმაციით, უჩა აბაშიძემ, მეუღლესთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.
ფოტო: “რადიო თავისუფლება”
თაგები:
დაკავება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს