
ავტორი
Front News საქართველო
ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს.
“გუშინ, 26 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებაში, გავიდა სიუჟეტი, რომლითაც ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა მისი განცხადებით სენსაციური ინფორმაცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის შესახებ. სიუჟეტში, ჟურნალისტმა გამოთქვა მისი განცხადებით ინკოგნიტო წყაროს ვარაუდი, რომ ამ ტვირთის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს. გვსურს კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ეს ცალმხრივი, ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტის და ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევით მომზადებული სიუჟეტი არის მორიგი ფეიკი და ცილისწამება მიმართული ბატონი უჩა მამაცაშვილის მიმართ.
არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, მტკიცებულება ან თუნდაც ირიბი დადასტურება, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან.
გვსურს, მივმართოთ ყველა მედიასაშუალებას, რომ სიუჟეტის მომზადებისას გადაამოწმონ ინფორმაცია კომპეტენტური წყაროს მეშვეობით, პირველ რიგში კი ჩვენთან, რისთვისაც მზად ვართ ნებისმიერ დროს მივაწოდოთ მათ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოების მიზანმიმართულად თუ უნებლიედ შეცდომაში შეყვანა“, – აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.
თაგები:
უჩა მამაცაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს