Logo

უჩა ნანუაშვილი – ხელისუფლებას დასჭირდა რეპრესიები იმიტომ, რომ დაინახა, ქართველი ხალხი განაგრძობს ბრძოლას

პოლიტიკა
514
Frontnews image description

ხელისუფლებას დასჭირდა რეპრესიები იმიტომ, რომ დაინახა, ქართველი ხალხი განაგრძობს ბრძოლას, –  ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებზე არაპროპორციული ძალადობაა გამოყენებული.

“საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ არაპროპორციული ძალის გამოყენება ხდება, არამედ უკანონოა ზოგადად ძალის გამოყენება მშვიდობიან მოქალაქეებზე. მოქალაქეებს აქვთ უფლება, შეიკრიბონ და გამოხატონ საკუთარი აზრი, რასაც უნდა იცავდეს პოლიცია.

ამის ნაცვლად, ვნახეთ, პოლიცია იყენებს ძალადობას. ამ შემთხვევაში, ეს ძალადობა არის არაპროპორციული. იყენებს იმ საშუალებებს, რომლებიც აკრძალულია, მათ შორის წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის ერთობლივად გამოყენება.

ხელისუფლებას დასჭირდა რეპრესიები იმიტომ, რომ დაინახა, ქართველი ხალხი განაგრძობს ბრძოლას”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები