უჩა ნანუაშვილი – ყველაფერი, რაც მოხდა, საარჩევნო გარემოზე ახდენს გავლენას


ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერი, რაც მოხდა, საარჩევნო გარემოზე ახდენს გავლენას, მათ შორის ეს იქნება “რუსული კანონის” მიღება თუ საკანონმდებლო სხვა ინიციატივები, რომლებიც უპრეცედენტოდ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მუშაობას, – ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ძალადობისა და ზეწოლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
“ყველაფერი, რაც მოხდა, საარჩევნო გარემოზე ახდენს გავლენას, მათ შორის ეს იქნება “რუსული კანონის” მიღება თუ საკანონმდებლო სხვა ინიციატივები, რომლებიც უპრეცედენტოდ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მუშაობას ამ ქვეყანაში და პირდაპირ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც საკმაოდ უპრეცედენტო არის თავისი მასშტაბებით და ამისი კონკრეტული ციფრები გვაქვს წარმოდგენილი. ცალკეა ასევე ძალადობისა და ზეწოლის არაერთი შემთხვევა”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
თაგები:
უჩა ნანუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს