Logo

უჩა ნანუაშვილი – უკვე მესამედ ხელისუფლება ცდილობს მიიღოს სხვა ფორმით რუსული კანონი

პოლიტიკა
620
Frontnews image description

წელს, უკვე მესამედ ხელისუფლება ცდილობს მიიღოს სხვა ფორმით რუსული კანონი, – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, “ეს კანონი რუსულია იმიტომ, რომ მისი მთავარი დანიშნულება არის საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელება და სწორედ აქეთკენ არის მიმართული მთელი „ქართული ოცნების“ მიზანი და ამისკენ მიმდინარეობს მთლიანად ბოლო თვეების განმავლობაში არალეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა“.

“რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება როგორც ყოველთვის იქნება საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული იმ კონვენციების, რომელსაც საქართველო შეუერთდა წლების წინ  და რომლებიც დღემდე მოქმედებს, მათ შორის, ევროპული კონვენცია, მათ შორის, სხვა საერთაშორისო დოკუმენტები, რომელთანაც შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონი არის პირდაპირ წინააღმდეგობაში. ანუ, ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური, ანტიხალხური, ანტიქართული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კანონი მესამედაც ვერ აღსრულდეს და სამოქალაქო საზოგადოება, ქართველი ხალხი დარჩეს გამარჯვებული ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები