Logo

“უდიდესი ტრაგედიის შემდეგ, ეს ხალხი იცლის, რომ „ფეიკ“ გვერდი “ქართული ოცნება 41 – ვაკის ახალგაზრდული ფრთა“ შექმნას და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს”

პოლიტიკა
627
Frontnews image description

ტელევიზია და ჟურნალისტი რომ გქვია და ამას იკადრებ, ალბათ ყველაფრის მკადრებელი ხარ ამის შემდეგ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყალბი გვერდის შექმნასთან დაკავშირებით წერს.

 

ჩაკვეტაძის განცხადებით, აღნიშნულ გვერდს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან საერთო არაფერი აქვს, მისი შექმნა და ტირაჟირება კი, დეზინფორმაციისა და „ფეიკ“ კამპანიის ნაწილია.

 

“ეს არის ისეთი რამ, რომელზე შორსაც რომ მოინდომო ვერ წახვალ ტელევიზია და ჟურნალისტი რომ გქვია და ამას იკადრებ, ალბათ ყველაფრის მკადრებელი ხარ ამის შემდეგ. უდიდესი ტრაგედიის შემდეგ, რაც საქართველოს თავს დაატყდა, ეს ხალხი დღეს იცლის იმისთვის რომ „ფეიკ“ გვერდი „ქართული ოცნება 41 – ვაკის ახალგაზრდული ფრთა“ შექმნას (ბმული კომენტარებში). ამის შემდეგ, იცლის, რომ ეს გაავრცელოს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს სხვისი სახელით. ერთი ლაიქი აქვს ამ გვერდს, არის დღეს შექმნილი და უნიჭობისა და ამაზრზენობის შერწყმაა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ამ ე.წ. ფეიჯთან საერთო რა თქმა უნდა, არაფერი აქვს. ეს არის იმ დეზინფორმაციისა და „ფეიკ“ კამპანიის ნაწილი, რომელზეც მთელი ეს პერიოდია, ვსაუბრობთ. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია კი, ყოველთვის იდგა, დღესაც დგას და მომავალშიც იდგება საზოგადოების გვერდით“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები