
ავტორი
Front News საქართველო
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია. მას აეროპორტის გამოსასვლელში გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
ილია თოფურია საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 21 მარტს თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო შეხვედრას დაესწრება და თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.
16 თებერვალს ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ის პირველი ქართველია, რომელიც UFC-ს ჩემპიონი გახდა.
ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია.
რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.
თაგები:
ილია თოფურია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს