უილიამ კორტნი – სანქციები გარკვეულწილად გაფრთხილებაა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მეტი საპასუხო ქმედება იქნება

ავტორი
Front News საქართველო
სანქციები გარკვეულწილად გაფრთხილებაა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მეტი საპასუხო ქმედება იქნება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ კორტნიმ განაცხადა.
მისი თქმით საქართველოში არსებული ვითარება ბელარუსის ანალოგია.
“ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსს შევადარებდი ახლანდელ სიტუაციას. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი. ამიტომ შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა გააყალბონ.
გარკვეულწილად, ეს სანქციები არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება”, – განაცხადა უილიამ კორტნიმ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
თაგები:
უილიამ კორტნი




