Logo

უილსონი – დარწმუნებული ვარ, რესპუბლიკელები და დემოკრატები მტკიცედ იდგებიან ქართველი ხალხის გვერდით

პოლიტიკა
17.01.2025 / 17:30
Frontnews image description

პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ატარებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რესპუბლიკელები და დემოკრატები მტკიცედ იდგებიან ქართველი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები სურს.

“ნამდვილად არსებობს მსგავსება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს ოჯახი თავად გამოიქცა კომუნისტური ქვეყნიდან. მას კარგი აღქმა აქვს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ქონა და მასზე უკეთესი სახელმწიფო მდივანი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წასახალისებლად ვერ გვეყოლებოდა.

იმავეს ვიტყვი დონალდ ტრამპზე, რომელიც ის ადამიანია, ვისაც მთელ მსოფლიოში სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას იკვლევს, მაგრამ გავიმეორებ, ჩვენ შთაგვაგონებს ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს.

პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ატარებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”, – განაცხადა უილსონმა.

თაგები:

ჯო უილსონი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები