
ავტორი
Front News საქართველო
ნათელია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს ქვეყნის ჩინეთისთვის მისაყიდად, - ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გამოსავალი სანქციებია.
"ანტიამერიკულმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა დააპატიმრა საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა მელია იმავე ყალბი ბრალდებებით, როგორც ოპოზიციაზე წინა თავდასხმის დროს. ნათელია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს ქვეყნის ჩინეთისთვის მისაყიდად. სანქციები გამოსავალია!”, - წერს ჯო უილსონი.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მელია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. არსებული ინფორმაციით, ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
თაგები:
ჯო უილსონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს