
ავტორი
Front News საქართველო
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია.
“კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის დროს, ის ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. მე მას ვეთანხმები – საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.
ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მას წარმოადგენს”, – წერს უილსონი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს