Logo

უჯარმაში, სარწყავ არხში 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

შემთხვევა
18.08.2022 / 22:51
Frontnews image description

უჯარმაში, სარწყავ არხში 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ. 

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.

 

ძებნის ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. 

 

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან და უჯარმაში სტუმრად იმყოფებოდნენ.

თაგები:

კახეთი
Advertisement