Logo

Uk Bridge-ის სასტიპენდიო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის

საზოგადოება
1589
Frontnews image description

თიბისი კონცეპტის და UK Bridge-ის პარტნიორობის ფარგლებში,18 ნოემბერს, 13:00 საათზე, გიწვევთ აშშ-ს სკოლებში სასტიპენდიო პროგრამის – “3 A Scholarship Model” საინფორმაციო შეხვედრაზე.

 

სასტიპენდიო პროგრამის შეხვედრას, რომელსაც თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს, განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და სკოლების წარმომადგენლებისთვის.

 

3A Scholarship Model სასტიპენდიო პროგრამაა 13-17 წლის მოზარდებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებს, განათლება მიიღონ კერძო ამერიკულ სკოლებში* და ისარგებლონ 80%-მდე დაფინანსების შესაძლებლობით. სტიპენდია ფარავს სწავლის, კვების და საცხოვრებლის ხარჯებს.

 

პროგრამაში არსებული სკოლები*: Maumee Valley, Rabun Gap-Nacoochee School და Perkiomen School.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დასწრება შეზღუდულია და ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდეთ 10 ნოემბრამდე შემდეგ ბმულზე

 

10-18 ნოემბრის პერიოდში,  UK Bridge-ის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან დარეგისტრირებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მოამზადებენ 18 ნოემბრის შეხვედრისთვის.

 

(R)

თაგები:

თიბისი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები