Logo

უხვმა ნალექმა პრობლემები შიდა ქართლშიც შექმნა

საზოგადოება
425
Frontnews image description

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა შიდა ქართლის რეგიონშიც. სტიქიას ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებშიც ებრძვიან. 

სოფლებში ძლიერი წვიმაა გვიან ღამიდან, ამ წუთებში კი თოვს.

სოფელ დვანში მდინარის ადიდების შედეგად, 10-მდე საცხოვრებელი სახლია დატბორილი. ადგილობრივები სტიქიას საკუთარი ხელებით ებრძვიან. 

"სახლში შემოვარდა წყალი, დავზარალდით. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ყოველ წელიწადს ასეა. დაიტბორა ბაღებიც, დავრჩით შემოსავლის გარეშე. მდინარე ადიდგება თუ არა, ჩვენკენ გადმოდის"-აცხადებენ მოქალაქეები.

თაგები:

Advertisement