"უკრაინა და მისი მოკავშირეები მზად არიან" - რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისთვის ვადა მიეცა


ავტორი
Front News საქართველო
ევროპელმა ლიდერებმა კიევში შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაურეკეს. რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისთვის ვადა მიეცა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასევე საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა დონალდ ტუსკმა და კირ სტარმერმა კიევში "მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ტრამპთან ტელეფონით ისაუბრეს.
"უკრაინა და ყველა მოკავშირე მზად არის სრული უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, ორშაბათიდან (12 მაისი)“, - აღნიშნა სიბიგამ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, თუ რუსეთი დათანხმდება და უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური მონიტორინგი, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა და ნდობის აღდგენის ზომები, შეიძლება გზა გაეხსნას სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს