უკრაინა გაეროს და პარტნიორებს მოუწოდებს, შავ ზღვაში რუსეთის ტერორს უპასუხონ


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციის ქმედებები შავ ზღვაში სამოქალაქო გემის გაჩერებასთან დაკავშირებით არის თავისუფალი ნაოსნობისა და უცხო გემების უფლების მშვიდობიანი გავლის შესახებ შავი ზღვის ქვეყნების უფლებების აშკარა უგულებელყოფა, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინამ მოუწოდა გაეროს და პარტნიორებს, მკაცრი რეაგირება მოახდინონ რუსეთის ქმედებებზე და ყველა ღონე გამოიყენონ შავ ზღვაში ტერორის დასასრულებლად და რუსეთის ფედერაციის, როგორც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრის წინააღმდეგ.
“პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, უკრაინის საზღვაო ნავსადგურებში მიმავალი გემების კაპიტნებს ვურჩევთ, გაცურონ რაც შეიძლება ახლოს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის სანაპიროსთან თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის ტერიტორიული წყლების გავლით”, – განაცხადა მინისტრმა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 13 აგვისტოს განაცხადა, რომ შავ ზღვაში უცხოური გემი გააჩერა. ის ოდესის ოლქში იზმაილის პორტში მიდიოდა.
რუსეთი აცხადებს, რომ მისმა ერთ-ერთმა სამხედრო ხომალდმა შავ ზღვაში სატვირთო გემზე “გამაფრთხილებელი გასროლა” მოახდინა მას შემდეგ, რაც მან გაჩერების მოწოდებაზე რეაგირება არ მოახდინა.
თაგები:
უკრაინა

ზელენსკი – სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში

“რუსეთის პორტებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმავალ ყველა გემს, უკრაინა განიხილავს სამხედრო ტვირთის გადამზიდად”

კახა გოგოლაშვილი – ანაკლიის ოკუპირება იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ დაიწყო სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და განსაკუთრებით შავ ზღვაში