უკრაინა კიდევ ერთ Patriot-ს მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა კიდევ ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემას Patriot-ს მიიღებს. მას ნიდერლანდები კიდევ ერთ ქვეყანასთან ერთად გადასცემს, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნიდერლანდებმა და კიდევ ერთმა ქვეყანამ მოახერხეს ნაწილების შეგროვება, რომელსაც შემდეგ შეუძლია შექმნას სრული სისტემა.
ოლონგრენის თქმით, საჰაერო თავდაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის, რომელმაც ამგვარად გაუძლო რუსეთის მრავალ თავდასხმას.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ასევე მუშაობს უკრაინის სამხედრო ძალისხმევის შემდგომი დახმარებისთვის.
გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემის შესახებ.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს