უკრაინა მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას კიდევ ერთხელ მოითხოვს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა საქართველოს კიდევ ერთხელ მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყონ და ის მულტიფუნქციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ.
“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია გლდანის #18 ციხის საავადმყოფოში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
უკრაინული მხარე მიმართავს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი დახმარებისთვის ის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს.
საელჩოს დიპლომატები დასტურს ელოდებიან, რათა მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ. ისინი ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან, ასევე მესამე პრეზიდენტის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან.
უკრაინა კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას და მის უკრაინაში დაბრუნებას”, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ერმაკი – უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა

უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილს ღირსეულად მოექცნენ